
“
„ბორჯომი ანდერვუდი” არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბორჯომში, ყველაზე დატვირთულ ტურისტულ ზონაში, @ბორჯომისცენტრალურიისტორიულიპარკის მიმდებარედ, - მისგან 3 წუთის სავალზე. სასტუმრო გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურითა და დიზაინით, რაც თითოეული ვიზიტორის ყურადღებას იქცევს და მათ მოწონებას იმსახურებს (იხ. გალერეა). პერსონალი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელთა მთავარი საზრუნავი სტუმრისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. სასტუმროში შესაძლებელია ერთდროულად 28-35 სტუმრის მიღება.
“
სასტუმროში 14 ნომერია, თითოეული ინდივიდუალური აივნით - როგორც ტყის, ისე ცენტრალურ ქუჩაზე ხედებით. სტუმრების განკარგულებაშია ასევე საერთო სარგებლობის სივრცეები შენობასა და ეზოში. ნომრები სრულად კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.


“
„ბორჯომი ანდერვუდში” არის რესტორანი, რომელშიც ყოველ დილით მზადდება კონტინენტალური საუზმე. სასტუმროს ეზოში ასევე განლაგებულია ღვინის ბარი, რომელშიც სტუმარს საშუალება აქვს დააგემოვნოს 11 სახეობის ქართული ნატურალური ქვევრის ღვინო. იქვე ფუნქციონირებს კაფე ყავის, კოქტეილების და ტკბილეულის მოყვარულთათვის.
“
„ბორჯომი ანდერვუდის” სტრატეგიული მდებარეობა და კონცეფცია საშუალებას აძლევს სტუმარს - მყუდრო დასვენებას შეუთავსოს ტურისტებით დატვირთული ქუჩის რიტმი. სასტუმროს სერვისები ასევე მოიცავს მინი-ბარს თითოეულ ნომერში, საექსკურსიო მომსახურებას (სხვადასხვა თემატიკის ტურები) და აეროპორტის ტრანსფერს.
